რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთი ხარკოვიდან უკან იხევს – უკრაინაში სიდიდით მეორე ქალაქში მოსახლეობა ბრუნდება.აზოვსტალი“ კი ამ დრომდე ბლოკადაშია. მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს გავლენიანი შუამავალი, ჩართულია ევაკუაციისთვის მოლაპარაკების პროცესში, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ოკუპანტები კი „აზოვის მცველების“ ნეიტრალურ ქვეყანაში გაყვანაზე ამ დრომდე უარს ამბობენ. მკაფიოა „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გზავნილებიც, რომ არასდროს აღიარებენ რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს და განაგრძობენ ეკონომიკურ სანქციებს.

უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილის დასრულებას წლის ბოლოს ვარაუდობენ, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი ომის გარდამტეხ ეტაპს აგვისტოში აანონსებს.

გივი ბარამიძე დეტალებით.