რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

საჰაერო იერიშები უკრაინის ქალაქებზე ამ დრომდე გრძელდება. ცოტახნის წინ დაიბომბა მიკოლაევის ოლქი, დაშავდა ცხრა ადამიანი. ავიაიერიში განხორციელდა ზაპოროჟიეს ოლქზეც, რუსებმა დაბომბეს ქალაქი ორეხოვო. არიან დაღუპულები და დაჭრილები. დონეცკის რაიონში სარაკეტო დარტყმების სამიზნე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლება სლავიანსკი გახდა.

დილიდან აფეთქდა ლუგანსკის ოლქის სკოლა-ინტერნატი, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასწავლებლიდან ბავშვების ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ჩრდილოეთით წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და რუსს სამხედროებს უკან დაახევინეს. უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვში რამდენიმე დასახლება რუსებისგან გაათავისუფლეს. უკრაინელები წარმატებით იცავენ თავს დონეცკის რაიონშიც, სადაც ლიმანის მიმართულებით რუსებს წინსვლის საშუალება არ მისცეს.