რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ რამდენიმე ქალაქში 9 მაისის აღსანიშნად მსვლელობები მოეწყო. მათ შორის ხერსონსა და მარიუპოლში. მელიტოპოლში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის დროს აფეთქებების ხმა ისმოდა. ხერსონში რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრები წითელი დროშებით ხელში გამოვიდნენ.