რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე საჰაერო თავდასხმები გრძელდება – ოდესის მიმართულებით ოკუპანტებმა რაკეტები ისროლეს. ოთხი მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა, ორი კი საცხოვრებელ რაიონში ჩავარდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

დაიბომბა დონეცკის რეგიონი, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია რვა მოქალაქე. რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ასევე ოჩერეტინოზე. აღმოსავლეთ ფრონტზე კი რუსმა სამხედროებმა უშედეგოდ განახორციელეს ოთხი შეტევა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონეცკსა და ლუგანსკში ოკუპანტების ექვსი თავდასხმა მოიგერიეს და მოწინააღმდეგის ტანკები, ჯავშანტექნიკა და უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურეს.

უკრაინული მხარე ავრცელებს ინფორმაციას ასევე 200-მდე რუსი მებრძოლის, მათი ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და სხვა ტექნიკის განადგურების შესახებ.