რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე მასშტაბურ თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის თანახმად, ქალაქ სუმის ცენტრალურ ნაწილზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20 მოქალაქე, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ასევე, რუსეთის არმიამ პოლტავის რეგიონში ოთხ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის ხელისუფლებამ კი ხარკოვის ოლქის 60 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის სოფლებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ზონა გაფართოვდა. როგორც მედია იუწყება, დასახლებული პუნქტებიდან ევაკუაცია უკავშირდება სასაზღვრო და ფრონტის ხაზთან ვითარების შესაძლო გამწვავებას.