რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ვითარება ისევ რთულია უკრაინაში – გასულ ღამეს რუსეთმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. რუსების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია 17 ადამიანი. უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ რუსულმა ძალებმა ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკას აეროდრომზე ორი „სუ-34“-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურა, ხოლო კიდევ ორი დააზიანა.

თავდასხმის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-ოპერატიულ ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს. სამხედრო ოპერაცია უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა.