რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ვითარება ისევ რთულია უკრაინაში. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე 88 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მტრის 35 შეტევა უკრაინის ძალებმა ავდეევკის მიმართულებით მოიგერიეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, გასულ ღამეს ოთხი ოლქის თავზე 17 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. კერძოდ, შეიარაღებულმა ძალებმა დრონები გაანადგურეს ბრიანსკის, ბელგოროდის, კურსკისა და კალუგის ოლქების თავზე. კალუგის გუბერნატორი ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები სანავთობო ბაზის მახლობლად ჩამოაგდეს. ამასთან, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ღამით უკრაინაზე იერიში დაუდგენელი ტიპის ხუთი დრონითაც განხორციელდა. დრონებით დარტყმის შედეგად ნიკოლაევის ოლქში ორი სასტუმროა დაზიანებული.