რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

12:16, 02.02.2024

ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 24 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა – ადგილობრივმა შეიარაღებულმა ძალებმა 11-ის ჩამოგდება შეძლეს. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტები. ამასთან, რუსეთმა თავდასხმა განახორციელა ხერსონის, კიროვოგრადისა და ხარკოვის რეგიონებზეც.

მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზეც, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 63 სამხედრო შეტაკება მოხდა. ამასთან, ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.

მსგავსი