რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა. დაშავებულია 130 ადამიანი. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა ხარკოვი სამჯერ დაბომბა. დაშავებულია ცხრა ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი.

ხარკოვის გუბერნატორის ცნობით, თავდასხმებმა ქალაქში 100-ზე მეტი მრავალსართულიანი კორპუსი და გაზსადენი დააზიანა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სხვადასხვა ტიპის 44 რაკეტიდან 22 გაანადგურეს.