რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ფრონტზე ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 127 საბრძოლო შეტაკება მოხდა. აქედან ყველაზე მეტი ავდეევკის მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. რუსეთმა ორი სარაკეტო და 81 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ასევე საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა 110 უკრაინულ დასახლებულ პუნქტს. გენშტაბის განცხადებით, ოკუპანტები კვლავ ცდილობენ ავდეევკის ალყაში მოქცევას, უკრაინელი სამხედროები კი განაგრძობენ მის შეკავებას.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ძალებმა იერიში მიიტანეს ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ექვს რაიონზე და მართვის ორ პუნქტზე. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს რუსეთზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.