რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ ხუთი სარაკეტო და ორი საავიაციო შეტევა განახორციელეს, ასევე 30-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული სარაკეტო სისტემებიდან.

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინას უპილოტო თვითმფრინავებითაც შეუტიეს, მათი სამიზნე დონეცკის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონები იყო.