რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ღამით უკრაინის სამხრეთით საჰაერო თავდასხმის განგაში ორჯერ გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ. ხერსონის რაიონში საჰაერო ხომალდებმა უპილოტო საფრენი აპარატები შეამჩნიეს. მედიის ცნობით, ისინი ჩრდილოეთით მოძრაობდნენ. საჰაერო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა კიროვოჰრადის რეგიონშიც. აფეთქებები იყო დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ასევე სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.