რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება – რუსი სამხედროები შეტევას განაგრძობენ. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა მხარემ „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

დაიბომბა ხერსონი და მიკოლაევი – უკრაინული მედიის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში 50-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა 25 საჰაერო დარტყმა განახორციელეს დასახლებულ პუნქტებზე. როგორც მედია იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე განადგურებულია კერძო საცხოვრებელი შენობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანა ევროკომისიასთან ერთად, უკრაინის კანონმდებლობის შეფასების პროცესს მალე დაიწყებს.