ღამით რუსეთი უკრაინას 42 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის საჰაერო ძალებმა 41-ის ჩამოგდება შეძლეს. რუსეთმა უკრაინის ქალაქი ოდესა დაბომბა, დაშავებული სულ მცირე 11 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია – ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. ამასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 შენობა დაზიანდა.