რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას აგრძელებს. გასულ ღამეს, საოკუპაციო ძალა უკრაინას სამხრეთ-აღმოსავლეთით, ცხრა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, მათგან უკრაინელმა სამხედროებს რვის მოგერიება შეძლეს. პარალელურად, დრონებით განხორციელდა შეტევა რუსეთის რამდენიმე ქალაქზე. თავდასხმები მოსკოვის, ტულის, კალუგისა და ბრიანსკის ოლქებზე მოხდა. ტულაში ჩამოგდებული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სულ 20-მდე დრონი გაანეიტრალეს. მასირებული თავდასხმის გამო, დროებით მუშაობა შეაჩერა მოსკოვის აეროპორტებმა.