რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხის გამო, ხმელნიცკის რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთი 18-ჯერ დაესხა თავს სუმის რეგიონს, ამის შესახებ სუმის რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. ამასთან ერთად, სუმის რეგიონში 86 აფეთქება დაფიქსირდა.

რუსეთმა გაზარდა დაბომბვის ინტენსივობა ხერსონის მიმართულებითაც. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამჟამად ხერსონის ოლქში 23 დასახლებული პუნქტიდან სავალდებულო ევაკუაცია გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობას.