რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

12:22, 12.11.2023

უკრაინისა და რუსეთის არმიებს შორის გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტის მთელ ხაზზე 80 შეტაკება მოხდა – ვკითხულობთ უკრაინის არმიის გენშტაბის მოხსენებაში. მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმიის ყველაზე მაღალი აქტივობა მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით შეინიშნება. რუსეთის საარმიო ნაწილები ქალაქ ავდეევკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. ბახმუტის მიმართულებით უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს. რუსეთი აქტიურად იყენებს სამხედრო ავიაციას. პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყნის არმია აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ლიმან-კუპიანსკის მიმართულებით, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში განადგურდა 200-მდე რუსი ჯარისკაცი და 50-მდე სამხედრო ტექნიკა. გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ 10 დარტყმა განახორციელა ოკუპანტების პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის ადგილებში.

მსგავსი