რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება. ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის რეგიონის მიმართულებით გაშვებული „შაჰედის“ ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ზაპოროჟიეს რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულია ცხრა ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთი ზაპოროჟიეს ოლქის 26 ქალაქსა და სოფელს 126-ჯერ დაესხა თავს. ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი ავდეევკაზე ახალი მასიური თავდასხმისთვის ემზადება.