უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე მალტაში საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს. სამიტი საგარეო საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე იმართება. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებში მსოფლიოს 66 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, სადაც კიევის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულა“ განიხილება. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, მსჯელობის საკითხთა შორის არის „რადიაციული , ბირთვული, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო წესრიგის აღდგენა“.