რუსეთი უკრაინის ტერიტორიებს ესხმის თავს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ხერსონი 90-ჯერ დაბომბეს, დაშავდა 11 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. ალექსანდრე პროკუდინის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონში დასახლებულ პუნქტებს, ადმინისტრაციულ შენობებსა და მაღაზიებს დაარტყეს. თავდასხმის შედეგად დაშავებულია 10-ზე მეტი ადამიანი.