რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმას აგრძელებს და ქალაქებს ბომბავს. ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად ხარკოვი გახდა. სარაკეტო დარტყმა ფოსტის ტერმინალზე განხორციელდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს აშშ-ის ელჩი უკრაინაში. ბრიჯიტ ბრინკი წერს: „უკრაინაში რუსეთის ძალადობის საშინელი კადრები ვნახეთ. კრემლის მიერ ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფას მთელი მსოფლიო ხედავს. შეერთებული შტატები უკრაინის გვერდით დგას, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს“- წერს ელჩი.