რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთი უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმას აგრძელებს. გასულ ღამეს საოკუპაციო ძალამ კრივოიროგზე საჰაერო იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ხოლო კიდევ ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

გასული 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა უკრაინელებსა და რუსებს შორის. რუსებმა სარაკეტო შეტევა დონეცკის ოლქის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე განახორციელეს, შენობა თითქმის მთლიანად განადგურდა, მაგრამ მსხვერპლზე ინფორმაცია არ ვრცელდება. განადგურდა და დაზიანდა სკოლა, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.