ხერსონისა და დონეცკის ოლქებში დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 20-ზე მეტი. გავრცელებული ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს ქალაქ ბერისლავში 60 წლის ქალი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, იერიში გამთენიისას დაიწყო, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. გასული 24 საათის განმავლობაში, ერთი ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა დონეცკში. დაიბომბა ავდეევკა და უგლედარი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კი, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით გამთენიისას კრასნოდარის მხარეში რამდენიმე ობიექტზე თავდასხმის მცდელობა იყო. თავდაცვის უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვამ შავი ზღვის აკვატორიის თავზე, კრასნოდარის მხარის სანაპიროსთან ორი დრონი გაანადგურა.