რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება – რუსი სამხედროების მიერ ხარკოვის ცენტრზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. უკრაინული მედიის ცნობით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. უკვე ცნობილია, რომ დაზიანებულია მანქანები და შენობები. აფეთქებების ხმა ისმოდა ჩერკასის რაიონში. საჰაერო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე გამოაცხადეს. ბოლო 24 საათში რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატები ოთხი მიმართულებით გაუშვეს.

საჰაერო განგაში შვიდ რეგიონში გამოცხადდა. პარალელურად, სევასტოპოლის გუბერნატორის თქმით, შავ ზღვაში სამხედროები ორი საზღვაო თვითმფრინავის თავდასხმას იგერიებენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინისთვის ახალი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში რუსეთის დამარცხება მხოლოდ ერთიანობას შეუძლია.