გასულ ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში, სადაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. საჰაერო თავდასხმების საშიშროების გამო, უკრაინის უმეტეს ნაწილში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. პოლტავის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის რეგიონები – ეს ის ადგილებია, სადაც ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე არსებობდა.