გასულ ღამეს, რუსებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები, 3 ათეული სატვირთო მანქანა და დაშავდა ორი მძღოლი. სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის გამო, უკრაინის რვა რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. კრივოი როგში აფეთქების ხმა გაისმა. ინფორმაციას ამის შესახებ კრივოი როგის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. „ვინიცას, ჩერკასის, ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის რეგიონები – ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე“- წერს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი. განგაში გამოცხადდა დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში.