რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება – თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის 19 თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს. სამხრეთ საჰაერო თავდაცვამ კი მიკოლაივისა და კიროვოგრადის რეგიონებში კალიბრის ტიპის ორი რაკეტა გაანადგურა. შედეგად კერძო სახლები დაზიანდა. კრემენჩუკზე მომხდარი სარაკეტო თავდასხმისას კი დაზარალებულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა, დაიღუპა ერთი ადამიანი. სტაციონარში მკურნალობას განაგრძობს 19 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი.

პარალელურად, რუსული მხარე ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ქალაქ ტულას რეგიონზე თვითმფრინავებით თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის პრეზიდენტმა კი ყოველდღიურ მიმართვაში ამერიკაში ვიზიტისას მიღწეულ შეთანხმებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდა.