რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

12:15, 24.09.2023

„უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ოთხი მიმართულებით მოიგერიეს და მოწინააღმდეგე ვერბოვოს რაიონიდან უკან იხევს“, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 20-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს მარინკას მიდამოსა და დონეცკის ოლქის პობედას რაიონში. ხერსონის მიმართულებით კი უკრაინის თავდაცვის ძალები ანადგურებენ მომარაგების საცავებსა და წარმატებულ შეტევას ახორციელებენ.

მსგავსი