ღამით უკრაინის უმეტეს რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დილით დაიბომბა უკრაინის ქალაქ ჩერკასის ცენტრი. ვრცელდება ინფორმაცია ცხრა დაშავებულის შესახებ. ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქში დანგრეულია სასტუმროს შენობა, ასევე ხანძარი გაჩნდა ბაზრის სავაჭრო პავილიონებში. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ დარნიცკის რეგიონში აფეთქება მოხდა, დაშავებულია სულ მცირე 7 ადამიანი. მისივე თქმით, სვიატოშინსკის რაიონში დაზიანებულია ელექტროენერგიის ხაზები, ზოგიერთ დასახლებას არ მიეწოდება წყალი. კიევის მერმა აღნიშნა, რომ ყველა საჭირო სამსახური ინტენსიურად მუშაობს, რათა ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირიმის თავზე 19 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.