რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბი ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინელი სამხედროების წინსვლის შესახებ ავრცელებს ცნობებს. როგორც გენშტაბში აღნიშნავენ, უკრაინის ძალები განაგრძობენ მელიტოპოლის მიმართულებით შეტევას და წარმატება ჰქონდათ დასახლება ვერბოვოს მიმართულებით. ვერბოვო უკრაინული ძალების მიერ გათავისუფლებულ დასახლება რაბოტინოს მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ამასთან, რუსეთის ძალები განაგრძობენ უკრაინის ოლქების დაბომბვას. გუშინ საღამოს ოკუპანტმა დონეცკის ოლქში ქალაქი ტორეცკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს. დაიღუპა ერთი, დაშავდა სამი ადამიანი. უკრაინული მხარის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში რუსეთის აგრესიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინაში იარაღის წარმოების გაზრდის შესახებ საუბრობს.