რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში – ღამის განმავლობაში რუსეთი უკრაინას ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ მტრის 15-ვე უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლო. დონეცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ნიკოპოლის რაიონში დაშავდა ორი ადამიანი, დაზიანდა 2 000-ზე მეტი კერძო სახლი. დაზიანდა ელექტროგადამცემი და გაზსადენი ხაზი.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ათი უკრაინული თვითმფრინავი, რომლებიც ყირიმის ტერიტორიაზე შეტევას ცდილობდნენ. ამასთან ერთად, ღამით უკრაინამ რუსეთის ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე სცადა თავდასხმა.