უკრაინაში ომი გრძელდება – რუსები ხერსონის რაიონის დასახლებულ პუნქტებს 68-ჯერ დაესხნენ თავს. ისროლეს 36 ჭურვი. შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც. დაიბომბა დონეცკის რეგიონიც, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. ამასთან, რუსი სამხედროების მიერ სუმის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 20. მედიის ცნობით, სამი დაშვებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.