რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის ხელისუფლება რუსეთიდან ახალ შეტევებს ელოდება.

ქვეყნის პრეზიდენტი მიმდინარე კვირას აღმოსავლეთ ნაწილში მძიმე საომარ მოქმედებებს პროგნოზირებს. რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად ზელენსკი დასავლეთს ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. მთავარი მოთხოვნებია იარაღის მიწოდება, საფინანსო სისტემასთან რუსეთის საბანკო კავშირის სრულად გაწყვეტა და ნავთობზე სრული ემბარგო. დონბასი ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამიზნეა, გასულ ღამეს დაიბომბა ხარკოვი და ნიკოლაევიც, მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. მოლაპარაკების შემდგომი რაუნდის თარიღი ისევ გაურკვეველია. მოსკოვიდან ახალი მუქარის შემცველი გზავნილები ისმის.