რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბა. გარდაიცვალა 4 ადამიანი, დაშავდა 11. ავიაიერიში საცხოვრებელ ზონაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილზე განხორციელდა. რუსეთის არმიამ 36 მიზანმიმართული დარტყმა განახორციელა ზაპოროჟიეს რაიონის ათ დასახლებულ პუნქტზე. დაიბომბა ქალაქი მიკოლაევი. ავიაიერიშები „S-300“ ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემებიდან განხორციელდა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი.

გასული 24 საათის განმავლობაში 11 აფეთქება დაფიქსირდა სუმის რაიონშიც. უკრაინული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსის სამიტამდე პოლონელ კოლეგას, ანჯეი დუდას შეხვდა. ლიდერებმა ნატო-ს სამიტისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.