რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსმა სამხედროებმა ბოლო 24 საათში სუმის ოლქზე 36 თავდასხმა განახორციელეს. დაფიქსირდა 200-ზე მეტი აფეთქება, განადგურდა კერძო სახლები და დაწესებულებები. გვიან ღამით აფეთქებები იყო ხარკოვსა და ოკუპირებულ მაკიივკაშიც. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე თავდასხმის სიმულაციას გეგმავდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია, რაც შესაძლოა, რუსეთისთვის ახალი ბოროტების ჩადენის საბაბი გახდეს.