რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – რუსეთმა ღამით რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოკუპანტები კიროვოგრადს შაჰედის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს. სარაკეტო შეტევა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მძიმე ბრძოლებით უკრაინა წინ მიიწევს რამდენიმე მიმართულებით.

ზელენსკიმ საზღვაო ძალების დღეს ოდესაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და სამხედროებსა და ექიმებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.