რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასული ღამის განმავლობაში, კიევსა და სხვა რეგიონებში სარაკეტო საფრთხის გამო, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დაიბომბა ხარკოვი და ხერსონი, თუმცა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდეკასა და მარინკას მიმართულებებზე, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება. აღნიშნული მიმართულებებით, რუსებსა და უკრაინელებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში 40-ზე მეტი შეტაკება მოხდა.