რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

12:12, 04.06.2023

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დნეპროპეტროვსკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად სახლებია დაზიანებული. დაშვებულთა შორის არიან ბავშვები. ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ღამის განმავლობაში, უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალი იყო გამოცხადებული. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტები და ენერგეტიკული ობიექტები რაკეტებით და უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს. საპასუხოდ, უკრაინის საჰაერო ძალებმა ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშის თანახმად, რუსი სამხედროების ძალისხმევა ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულ ოკუპაციაზეა მიმართული. გასული დღის განმავლობაში, მხარეებს შორის 23 სამხედრო შეტაკება მოხდა.

მსგავსი