უკრაინაში ომი გრძელდება – ქვეყნის მისამართით ოკუპანტებმა 64 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 88-ჯერ გახსნეს. კონკრეტულად სუმის რაიონზე ცხრა თავდასხმა განხორციელდა, დაფიქსირდა 55 აფეთქება. შედეგად დაზიანდა სამი საკუთარი სახლი და სამი მაღალსართულიანი შენობა.
პარალელურად, ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, უკრაინის დროებითი განსახლების ცენტრზე თავდასხმისას დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ორი. კრასნოდარის მხარეში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. მედიის ცნობით, ხანძრის სავარაუდო მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმა გახდა. უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ყოველდღიური მიმართვისას მადლობა გადაუხადა პარტნიორებს ქვეყნისთვის მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და აღნიშნა, რომ რუსული ტერორის დამარცხება უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას ნიშნავს.