რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ღამით კიევზე რუსეთმა საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, გოლოსეევსკის რაიონში დაზიანებულია და ცეცხლი გაუჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, დაღუპულია ერთი და ჰოსპიტალიზებულია ოთხი ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. მოქალაქეებს ნანგრევებშიც ეძებენ. უკრაინული მხარის ცნობით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე რუსეთის 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ასევე ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს პოდოლსკის რაიონში. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, ეს მაისში უკვე მე-17 საჰაერო იერიშია. მასირებული თავდასხმა სხვადასხვა მიმართულებებიდან ხორციელდებოდა. საჰაერო განგაში სამ საათს გაგრძელდა.