რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ბრძოლები გრძელდება. რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში მიიტანა კიევის, ლიმანსკის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებით. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით ირანული წარმოების 36 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რომლიდანაც უკრაინამ ყველას განადგურება შეძლო. ქალაქი ბახმუტი და მარიინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატის განადგურება შეძლეს. მისივე თქმით, ეს იყო მეთორმეტე სარაკეტო თავდასხმა დედაქალაქზე, რომელიც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.