რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – გამთენიისას საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ღამის განმავლობაში რუსეთმა 37 სარაკეტო იერიში მიიტანა კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებით.

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა „სუ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი, 20 უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი რაკეტა. დონეცკისა და ხერსონის ოლქებზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა ექვსი ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქში გაშვებული 15 უპილოტო თვითმფრინავისა და ოთხი რაკეტის ჩამოგდება მოახერხეს. საომარი მოქმედებების ეპიცენტრში კვლავ ქალაქი ბახმუტი რჩება. რუსეთის მიერ ღამის სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურებულია კერძო საცხოვრებელი კორპუსი და სხვადასხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.