რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რეიკიავიკის სამიტზე კიევისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს. პარალელურად, უკრაინაში ომი გრძელდება. დედაქალაქში საჰაერო განგაშის ხმა ერთი საათის განმავლობაში ისმოდა. ადგილობრივი მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, ამ დროს კიევის მიმართულებით ოთხი საჰაერო სამიზნე მოძრაობდა.

განგაშის სიგნალი ჩართული იყო ზაპოროჟიეს, დნპიროსა და დონეცკის რეგიონებშიც. ამავდროულად, მიკოლაევის ოლქში აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მიკოლაევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა რუსეთმა „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაბომბა. არიან დაღუპულები დ დაშავებულები. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები უკრაინისთვის ე.წ საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციას უხელმძღვანელებენ, რომელიც უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიაწოდებს.

უკრაინის პრეზიდენტმა კი ყოველდღიური ვიდეომიმართვისას პარტნიორებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ქვეყნის მხარდაჭერისთვის.