რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკში, სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. არიან დაშავებულები. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და შენობები. დაიბომბა მელიტოპოლიც. ქალაქის მერის თქმით, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. თავდასხმის შედეგად, ხანძარი გავრცელდა მიკოლაევში. ცოტა ხნის წინ აფეთქება იყო ლუგანსკშიც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე 21 დრონი მიმართა, აქედან 17 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა წარმატებს მიაღწიეს ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებებზე, ლოკალური კონტრთავდასხმების შედეგად.