რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებასთან და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბახმუტის მიმართულებით მათ მოწინააღმდეგის 8 შეტევა მოიგერიეს. კონტრიერიშის დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებები არ გაკეთებულა უკრაინის მხრიდან. ბოლო ინფორმაციით, რუსეთის მიერ დონეცკის ოლქზე თავდასხმის დროს დაიღუპა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები და საავადმყოფოები. სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზეც. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მათ ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 44 თავდასხმა მოიგერიეს.