რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 40 საჰაერო იერიში მოიგერიეს. დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლში რუსების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი განადგურდა, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. გასული ღამის განმავლობაში, დონეცკის ოლქში, ხერსონსა და ხარკოვში ხუთი ადამიანი დაიღუპა. ასევე, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე ბოლო 24 საათში 600 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია მოხდა.