რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთი უკრაინის ქალაქებზე საჰაერო შეტევებს ააქტიურებს.

კუპიანსკში მსხვერპლია, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩება ბახმუტის, ავდეევკას და მარკინსკის მიმართულებები. პარალელურად, მუქარის შემცველი ახალი გზავნილები ისმის მოსკოვიდან, რომელიც დასავლეთს მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზე მიუთითებს.

თავის მხრივ რუსეთს მწვავედ აკრიტიკებენ გაერო-დან, სადაც უშიშროების საბჭოს სხდომას რუსეთის პირველმა დიპლომატმა უხელმძღვანელა. სერგეი ლავროვს ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან და წევრი ქვეყნების ლიდერებისგან მძიმე განცხადებების მოსმენა მოუხდა.