რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაზე რუსული ძალების შეტევა გრძელდება. ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე რამდენიმე იერიში განახორციელეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის 50-ზე მეტი შეტევა ქვეყნის ოთხი მიმართულებით მოიგერიეს. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ავდეევკას, მარინსკისა და ბახმუტის მიმართულებითაა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა, შეიარაღებულ ძალებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს.