რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვას, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არის ორი წლის ბავშვი. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმიამ სლავიანსკის მიმართულებით „S-300“-ის ტიპის შვიდი რაკეტა გაუშვა, საიდანაც ექვსი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული ტერორის გარეშე, აღდგომის კვირის არცერთი საათი არ გასულა. ზელენსკის თქმით, ბოროტების სახელმწიფოებზე გამარჯვება კაცობრიობის წინაშე უკრაინის ვალდებულებაა.