რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდებადონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაჭრილია შვიდი. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. რუსეთის სამიზნე გახდა ქალაქები ტორეცკი, ბახმუტი და გორნიაკა. ამასთან, უკრაინის გენშტაბში განაცხადეს, რომ გასულ 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა მტრის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შეკრების 11 რაიონსა და სამ სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს დარტყმები. მათივე ცნობით, რუსეთის არმიის შეტევები კვლავაც კონცენტრირებული ალიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკას მიმართულებით.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა ოკუპანტების 60 შეტევა მოიგერიეს. თავის ტრადიციულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა დასავლეთის სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე. ზელენსკიმ ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებაც მიულოცა.